რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ანტონოვი: აშშ-ს კრიზისის გამწვავება კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით სურს

19 თებერვალს, შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა თქვა, რომ ვაშინგტონი კაცობრიობის წინააღმდეგ რუსული დანაშაულების ბრალდებით მოსკოვის დემონიზებასა და უკრაინაში კრიზისის გაღვივებას ცდილობს. 

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის რუსეთის დემონიზების უპრეცედენტო მცდელობა ჩვენ წინააღმდეგ გაჩაღებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში.

[...] ეჭვგარეშეა, რომ ვაშინგტონის ასეთი თავდასხმების მიზანი არის საკუთარი ქმედებების გამართლება უკრაინის კრიზისის გასამწვავებლად." - თქვა ელჩმა ანატოლი ანტონოვმა Telegram-ზე.

აშშ-მ ფორმალურად დაადგინა, რომ რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინაშე.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას, ჰარისმა რუსეთი უკრაინელების დეპორტაციაში, წამებაში, გაუპატიურებასა და მკვლელობაში დაადანაშაულა. 

"მათი ქმედებები არის თავდასხმა ჩვენს საერთო ღირებულებებსა და საერთო ადამიანურობაზე". - თქვა მან.

გაერო კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს განმარტავს, როგორც "მოსახლეობის წინააღმდეგ უაღრესად არაადამიანური მოპყრობა ფართომასშტაბიანი ან სისტემატური თავდასხმის პირობებში".

აშშ-ს მთავრობის ცნობით, ორგანიზაციებმა, რომლებსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო უჭერს მხარს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ 30 000-ზე მეტი სამხედრო დანაშაული გამოავლინეს. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ, 16 თებერვალს ქალაქ ბახმუტის დაბომბვას, როგორც შესაძლო სამხედრო დანაშაულს, იძიებენ.

კომენტარები