ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: 2012 წლიდან ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ რუსეთთან დეესკალაციის მიმართულებით

"მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს, ძალიან ბევრი ძალისხმევა ჩავდეთ დეესკალაციის მიმართულებით". – ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერმინისტრ, ნიკოლა ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევთან ერთად გამართულ პანელზე უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა. საქართველოს პრემიერმინისტრმა საერთაშორისო თანამეგობრობას ომის დასრულებისკენ მოუწოდა.

აღნიშნა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ მოჰყოლია და მეტიც, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა ბიზნესის წარმოება.

"ომი უკრაინაში უნდა შეწყდეს. ჩვენ გვინახავს ომის შედეგი ჩვენივე ქვეყანაში, 2008 წელს ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, სრულად დავკარგეთ კონტროლი ჩვენს ტერიტორიებზე და როგორც ვთქვი, სამხედრო ბაზები აქვს რუსეთს ჩვენს ტერიტორიაზე. ეს მიმდინარე პროცესია და არ შეჩერებულა. ასევე, მინდა ვახსენო, რომ 2008 წლის შემდეგ, ჩვენ არ გვინახავს სანქციები, რომლებიც რუსეთზე დაწესდებოდა. პირიქით, ვნახეთ, რომ ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა რუსეთთამ და ვიტყოდი, რომ ძალიან ცუდი სიგნალი იყო, რომ არ მოჰყვა სანქციები ამ შემთხვევას". – ამბობს ღარიბაშვილი.

ასევე, ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებისკენ.

"საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა ჩამოყალიბდეს, როგორ წავალთ წინ. თუ ეს ომი გაგრძელდება, ეს ნიშნავს, რომ მას კიდევ უფრო დამანგრეველი ძალა ექნება. მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპება და ეს ომი მსოფლიომ უნდა დაასრულოს". – თქვა ღარიბაშვილმა. 

კომენტარები