ივანიშვილის დეპუტატები

კობახიძე: შეიძლება, ნედ პრაისს აქვს წაკითხული, მე რუსულ კანონებს არ ვკითხულობ

საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება იყოს განხილული საქართველოში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი. შეიძლება, ნედ პრაისს აქვს წაკითხული რუსული კანონი, შეიძლება, დაინტერესდა ამით, მე ნამდვილად არ ვკითხულობ რუსულ კანონებს, ეს ინტერესი, უბრალოდ, არ მაქვს. 

თუ საუბარია იმაზე, რომ არ ჰგავს ეს კანონი ამერიკულ კანონს, მაშინ უნდა ითქვას, რაში არ ჰგავს. მე დამცველად ვერ გამოვდგები ამ კანონის ამ ეტაპზე, იმიტომ, რომ ჩვენ პოზიციაც არ გვაქვს ჩამოყალიბები ამ კანონის გარშემო, მაგრამ, რაც შეეხება თვითონ შედარებას, მე რაც მაქვს წაკითხული, ეს კანონპროექტი, რაც ინიცირებულია ხალხის ძალის მიერ, არის ბევრად უფრო რბილი, ვიდრე მისი ამერიკული ვარიანტი. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის საპასუხოდ. პრაისი გამოეხმაურა ივანიშვილის დეპუტატების ინიციატივას "უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ" - მისი შეფასებით, ინიციატივა არა აშშ-ს, არამედ რუსულ და უნგრულ კანონმდებლობაზეა დაფუძნებული და წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

კომენტარები