დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ფაშინიანი: სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის მორიგი ეტაპი დავასრულეთ, ბაქოს გავუგზავნეთ

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ერევანმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის მორიგი ეტაპი დაასრულა და ბაქოს გაუგზავნა. 

ფაშინიანის თქმით, სომხეთს ესმის, რომ შეთანხმების პირობა აზერბაიჯანისთვისაც მისაღები უნდა იყოს.

"ჩვენ პროექტზე შემდეგი ლოგიკით ვმუშაობთ - უნდა მივიღოთ ისეთი დოკუმენტი, რომ ხელმოწერა ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყოს. გასაგებია, რომ ეს დოკუმენტი აზერბაიჯანისთვისაც მისაღები უნდა იყოს. ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების სამ რაუნდში ასახული პროგრესი განვითარდება. ჩვენი ხედვა შემდეგია: დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შეთანხმების ისეთ ლოგიკას, შემოწმებისა და ბალანსის ისეთ სისტემას, რომელიც გრძელვადიანი და სტაბილური მშვიდობის დარღვევის ნებისმიერ სცენარს გამორიცხავს". – თქვა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ის და მთავრობა მზად არიან, შეთანხმების მსგავს ვერსიას ხელი მოაწერონ და პასუხისმგებლობა აიღონ.

კომენტარები