რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უოლასი: არ მგონია, მომდევნო თვეებში ან წლებში უკრაინას მივაწოდოთ საბრძოლო თვითმფრინავები

ბენ უოლასი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბელ უოლასმა BBC Breakfast-თან ინტერვიუში თქვა, რომ ნაკლებად მოსალოდნელია, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას რეაქტიული საბრძოლო თვითმფრინავები გადასცეს. უოლესმა ასევე აღნიშნა, რომ ფოკუსი ძირითადად იქნება მიმართული უკრაინის თავდაცვისუნარუანობის გრძელვადიანად გაძლიერებისკენ.

"არ მგონია, რომ მომდევნო თვეებში, ან თუნდაც წლებში გადავცეთ რეაქტიული საბრძოლო თვითმფრინავები. [...] ჩვენ არა მხოლოდ ბრძოლისთვის უნდა დავიგეგმოთ, რომელიც უკრაინას რუსეთის უკანონო შემოჭრის მოგერიებაში დაეხმარება, არამედ, ასევე უნდა დავეხმაროთ უკრაინას გრძელვადიანი გამძლეობის გამომუშავებაში". – ამბობს უოლასი.

20 იანვარს რამშტაინის მერვე შეხვედრაზე, რომელსაც 50-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეებს მოუწოდა, რომ მომავალ შეხვედრაზე უკრაინისთვის F-16 ტიპის გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი თვითმფრინავების მიწოდება განეხილათ.

31 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ აშშ უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას არ გეგმავს

უკრაინამ F-16 მოერიშე თვითმფრინავის გადაცემის თაობაზე თხოვნით ასევე ნიდერლანდებს მიმართა, ხოლო ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს უკრაინის მხრიდან გასაგები თხოვნაა, თუმცა ის რთულ პროცესთან არის დაკავშირებული.

აღნიშნულ საკითხზე ასევე კომენტარი პოლონეთის პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში გააკეთა. დუდას თქმით, უკრაინისთვის რეაქტიული თვითმფრინავების გადაცემა ადვილად მისაღები გადაწყვეტილება არ არის, ვინაიდან პოლონეთს 50-ზე ნაკლები ასეთი ტიპის თვითმფრინავი აქვს.

 

კომენტარები