რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უოლასი: რუსეთის შეიარაღებული ძალების 97% უკრაინის ომშია ჩართული

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, ბენ უოლესის თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების 97% უკრაინის ომშია ჩართული. უოლესმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარება რუსეთის დამარცხებაში ეხმარება დიდი ბრიტანეთისა და მთლიანად ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებას.

"თუ რუსეთის შეიარაღებული ძალების 97% უკრაინაშია, დაუძლურების ძალიან მაღალი პროცენტული მაჩვენებლით და პოტენციურად, მათი საბრძოლო ეფექტურობა 40%-ით შემცირდა, ამასთან ერთად, მათი ტანკების თითქმის 2/3 განადგურებული ან დაზიანებულია. ამას პირდაპირი გავლენა აქვს ევროპის უსაფრთხოებაზე". – ამბობს უოლესი.

12 თებერვალს ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიური ანგარიშის მიხედვით, ბოლო ორ კვირაში რუსეთი უკრაინაში შეჭრიდან პირველი კვირის შემდეგ ყველაზე დიდ დანაკლისს განიცდის. 

ბოლო შვიდი დღის საშუალო 824 მსხვერპლია დღეში, რაც ოთხჯერ აღემატება 2022 წლის ივნის-ივლისის მაჩვენებელს.

"რუსების მსხვერპლის ზრდა სავარაუდოდ გამოწვეულია მთელი რიგი ფაქტორებით, მათ შორის მომზადებული პერსონალის, კოორდინაციისა და რესურსების ნაკლებობა ფრონტზე". - ვკითხულობთ ანგარიშში. 

 

 

კომენტარები