რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მილი: პუტინი ცდებოდა, როდესაც ფიქრობდა, რომ უკრაინას სწრაფად დაამარცხებდა და NATO-ს გახლეჩდა

მარკ მილი
CNN

აშშ-ს გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის, გენერალ მარკ მილის თქმით, ვლადიმირ პუტინი ცდებოდა, როდესაც ფიქრობდა, რომ უკრაინას სწრაფად დაამარცხებდა და NATO-ს გახლეჩდა. ამის შესახებ მილიმ ბრიუსელში, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინას სწრაფად დაამარცხებდა, NATO-ს გახლეჩდა და დაუსჯელი დარჩებოდა. ის ცდებოდა. უკრაინა რჩება თავისუფალი და დამოუკიდებელი. NATO და მისი კოალიცია კი ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა. რუსეთი გარიყულია, მსოფლიო კი კვლავ შთაგონებულია უკრაინის სიმამაცითა და სიმტკიცით". - თქვა მილიმ.

ამასთან, გენერალმა მარკ მილიმ აღნიშნა, რომ რუსეთი დამარცხდა სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე.

"მოკლედ, რომ ვთქვათ, რუსეთმა წააგო სტრატეგილ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე და ამისთვის უზარმაზარ ფასს იხდის". - თქვა მილიმ.

კომენტარები