რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: NATO რუსეთის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას ყოველდღიურად ავლენს

დმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ-ს ხელმძღვანელობით NATO რუსეთის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას ყოველდღიურად ავლენს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს

"NATO არის ორგანიზაცია, რომელიც მტრულად არის განწყობილი ჩვენს მიმართ და რომელიც ამ მტრობას ყოველდღე ადასტურებს. ის ყველანაირად ცდილობს, რომ უკრაინის კონფლიქტში მისი მონაწილეობა რაც შეიძლება მკაფიოდ გამოხატოს". – თქვა პესკოვმა. 

კრემლის შეფასებით, NATO-ს წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება "კონფლიქტს" აჭიანურებს და შემდგომი ესკალაციის შესაძლებლობას ზრდის.

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, გერმანია, პოლონეთი, კანადა, პორტუგალია, ესპანეთი, ნორვეგია, დანია და ნიდერლანდები უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის საბრძოლო ტანკების გადაცემაზე ერთობლივად მუშაობენ. 

გარდა ამისა, ოსტინმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ჩეხეთი და ნიდერლანდები T-72-ის ტიპის 90-ე მეტ ტანკს უკრაინას აწვდიან, ხოლო პოლონეთმა მიიღო გადაწყვეტილება, ამავე ტიპის ტანკები უკრაინას გაუგზავნოს. 

ოსტინის თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას Challenger-ის ტიპის ტანკებს აწვდის, პარალელურად, რამდენიმე ქვეყანასთან ერთად უკრაინისთვის დამატებითი საბრძოლო მასალის მიწოდებისთვის წყაროების მოძიებაზე მუშაობს.

კომენტარები