რუსეთი

მედია: რუსეთში სპეციალურად პუტინისთვის საიდუმლო სარკინიგზო ქსელი აშენდა

ვლადიმირ პუტინი

რუსეთში სპეციალურად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის რკინიგზის ქსელი დაიგო, რომელიც მის რეზიდენციებამდე მიდის. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო მედია პროექტი ავრცელებს

მედია პროექტის კორესპოდენტმა ვალდაის ეროვნულ პარკში, პუტინის საყვარელ დასახლებულ პუნქტ დოლგიე ბოროდის მახლობლად დაცული რკინიგზის სადგური აღმოაჩინა. სამმა ადგილობრივმა გამოცემასთან კომენტარისას აღნიშნა, რომ სარკინიგზო ხაზი სპეციალურად სახელმწიფოს მეთაურისთვის აშენდა. მოგვიანებით, პროექტის კორესპონდენტი დაცვამ გააძევა, როდესაც მან დაცული სადგურის გალავანთან მიახლოება სცადა. სატელიტური სურათების მიხედვით, ვალდაიში პუტინისთვის სადგური და რკინიგზა 2019 წელს აშენდა.

სატელიტური სურათების მიხედვით, 2015 წელს აშენებული კიდევ ერთი სადგური ნოვო-ოგარიოვოში პუტინის რეზიდენციიდან 400 მეტრში მდებარეობს. მიწა, რომელზეც შენობა დგას, მაშინდელი პრემიერმინისტრის, დმიტრი მედვედევის გადაწყვეტილებით, კერძო საკუთრებიდან სახელმწიფო დაცვის განკარგულებაში გადავიდა. თავად სპეციალური სადგური განკუთვნილია მცირე რაოდენობის ვაგონებისთვის და დამალულლია მაღალი ღობის უკან, რომელზეც ყოველ 10 მეტრში სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული. 

პროექტის ინფორმაციით, სოჭში, პუტინის რეზიდენცია "ბოჩაროვ რუჩეისთან" კიდევ ერთი სარკინიგზო ხაზი 2017 წელს აშენდა. ახალი ჩიხი მაღალი ღობითაა გამოყოფილი და ჩვეულებრივ რკინიგზის ხაზზე მოძრავი მატარებლების ფანჯრებიდან შეუმჩნეველია.

გამოცემის ინფორმაციით, სპეციალური მატარებელი, რომლითაც პუტინი მგზავრობს, მოსკოვი-კალანჩევსკაიას სადგურის დეპოზე ჩერდება, სადაც VIP პერსონებისთვის დახურული სადგური არსებობს. როგორც ირკვევა, სპეციალური სადგური დღემდე ფუნქციონირებს - მის გარშემო არსებული მაღალი ღობე დამატებით მავთულხლართებითაა გამაგრებული. 

გამოცემა პროექტის განმარტებით, აღნიშნული ცნობები კიდევ ერთხელ ადასტურებს საგამოძიებო ჯგუფ დოსიეს ინფორმაციის მართებულობას, რომ ვლადიმირ პუტინი ბოლო დროა თვითმფრინავზე ხშირად, მატარებლით მოგზაურობს. 

კომენტარები