საქართველო-რუსეთი

პაპუაშვილი: სანქციები რომ დაგვეწესებინა, 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა

1 წელი გავიდა და სანქციების ტალღებიც ვნახეთ. ისიც ვნახეთ, რომ საქართველო ამ საკითხში პატიოსანია იმისთვის, რომ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა არ დაუშვას. ამავე დროს, ვნახეთ, ჩვენს ქვეყანას რას უპირებდა ის ხალხი, მნიშვნელობა არ აქვს, ქართული პოლიტიკის წარმომადგენელი იქნებოდა თუ არა, რომელიც საქართველოს მოუწოდებდა და ზოგიერთი დღემდე მოგვიწოდებს, რომ ორმხრივი სანქციები დავაწესოთ. დღეს ეს უკვე ეკონომიკურადაც დათვლილია - საქართველოს რომ [რუსეთისთვის] სანქციები დაეწესებინა, 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, არათუ ზრდა. ქართული ბიზნესისთვის და ხალხისთვის ამას რა მნიშვნელობა ექნებოდა, ცხადია. ეს ნიშნავს ბიზნესის დახურვასა და მოსახლეობის მეტად გაღარიბებას. ქართულმა ოცნებამ და ჩვენმა ხელისუფლებამ ქვეყანას ეს ააცილა იმით, რომ ჩვენ თავიდანვე საკმაოდ რაციონალური პოზიცია დავიკავეთ იმის გათვალისწინებით, რომ სანქციების დაწესებით ჩვენ რუსეთს ვერანაირ ზიანს ვერ მივაყენებდით და ამით მხოლოდ საქართველოს დავაზიანებდით. ამავე დროს, ჩვენ საერთაშორისო სანქციებს პატიოსნად ვიცავთ და არავის ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ საქართველოს მეშვეობით მას გვერდი აუაროს.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

კომენტარები