2023 წელს გარდაცვლილები

ქუთაისში, თეატრის სცენაზე მსახიობი და რეჟისორი რეზი ქაროსანიძე გარდაცვლილი იპოვეს

Prime Time

ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე მსახიობი და რეჟისორი რეზი ქაროსანიძე გარდაცვლილი იპოვეს, ის 33 წლის იყო. სიკვდილის ზუსტი მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

ქაროსანიძე ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის მსახიობი იყო. შესრულებული აქვს როლები სპექტაკლებში: რევიზორი, შემოსავლიანი ადგილი, ზაფხულის ღამის სიზმარი, რომეო და ჯულიეტა, კუკარაჩა, ბლეზი, Hellados. 2021 წელს დადგა სპექტაკლი ბუზები.

2017 წელს ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობ კაცად დაასახელა.

კომენტარები