ენმ

დეკანოიძე: პარლამენტის მანდატების დატოვება შეიძლება EPP-დან გამოძევების საფუძველი გახდეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, საპარლამენტო ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის თქმით, ენმ-ს მიერ საპარლამენტო მანდატების დატოვება, შესაძლოა, ევროპის სახალხო პარტიიდან (EPP) მათი გამოძევების საფუძველი გახდეს.

"პარლამენტის, საკრებულოების მანდატების დატოვება ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე ვკარგავთ ყველანაირ ინსტრუმენტს. უფრო მეტსაც გეტყვით, ეს შეიძლება გახდეს ჩვენი პარტიის EPP-დან გამოძევების საფუძველი, ანდა ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგომის საფუძველი. მე რასაც ვსაუბრობ, ეს ძალიან კარგად ვიცი. გარდა ამისა, მე არც ბოიკოტს არ ვემხრობოდი". – თქვა დეკანოიძემ TV პირველის ეთერში.

სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვების შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თამჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ენმ საგანგებო რეჟიმზე გადადის და პარლამენტში საქმიანობას წვეტს. პარტიაში ამ გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მათ შორის, ბოიკოტის რეჟიმში გადასვლას არ ეთანხმებიან ხატია დეკანოიძე და პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელიაც.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისსა და რეგიონებში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს აანონსებს.

კომენტარები