ჩვენ მერაბიშვილის უშუალო საკითხზე, რომელიც ამ მთელ პროცესში [ენმ-ში მიმდინარე დაპირისპირება] იღებდა მონაწილეობას ჩემი ინფორმაციით, მე მაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, პერსონალურადაც ძალიან მძიმე დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ და ჩემთვის მასთან პოლიტიკური მომავლის დაკავშირება არის სრულიად გამორიცხული, ამას ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, აბსოლუტური წითელი ხაზია.
tbl.ge/69i3
დაკოპირდა

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია TV პირველს მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციიდან ჩაერთო. კითხვა ერთიან ნაციონალურ მოძრაობის ხელმძღვანელობის ცვლილებისა და "პარტიასთან მერაბიშვილ-კეზერაშვილის უფრო დაკავშირების შემდეგ", ენმ-სთან მეტ კომუნიკაციაში ყოფნის შესაძლებლობას ეხებოდა.
ამავე თემაზე
- თუ თავმჯდომარე გავხდები, ალიანსიდან გამოსვლის საკითხს დავაყენებ - ჟორჟოლიანი
- "არც დავადასტურებ და არც უარვყოფ" – წითლიძე ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობაზე
- ბოკუჩავა: გულდასაწყვეტია, როცა ერთ დღეს ნდობის მანდატს იღებ, შემდეგ კრიტიკანარევ პოსტებს
- წითლიძე: არასწორი გადაწყვეტილებები გაგრძელდება, სანამ ენმ-ში დემოკრატია არ დამყარდება
- სააკაშვილი ენმ-ზე: მე მაქვს პრეტენზია ამ პარტიის ლიდერობაზე




