მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

მიწისძვრის შემდეგ სირიაში ციხიდან 20-მდე პატიმარი გაიქცა

Omar HAJ KADOUR / AFP

სირიაში ციხიდან, სადაც ძირითადად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრები არიან, მიწისძვრის შემდეგ 20-მდე პატიმარი გაიქცა.

სამხედრო პოლიციის ციხეში, რომელიც ქალაქ რაჯოში, თურქეთის საზღვართან მდებარეობს, 2 000-მდე პატიმარია, მათგან 1 300 ეჭვმიტანილია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრობაში.

7.8 მაგნიტუდის მიწისძვრამ - რომელსაც რეგიონში ათობით განმეორებითი ბიძგი მოჰყვა - ციხის კედლები და კარი დააზიანა. 

ადამიანთა უფლებების დაცვის ბრიტანული ორგანიზაცია სირიაში პატიმართა აჯანყებას ადასტურებს, თუმცა მოახერხეს თუ არა მათ გაქცევა - ამის შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს.

მიწისძვრას სირიაში სულ მცირე 1 444 ადამიანი ემსხვერპლა. 

კომენტარები