რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბენეტი: ომის დასაწყისში პუტინმა დამარწმუნა, რომ ზელენსკის არ მოკლავდა

AFP

ისრაელის ყოფილი პრემიერმინისტრის, ნაფთალი ბენეტის თქმით, ომის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ის დაარწმუნა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არ მოკლავდა.

"ვიცოდი, რომ ზელენსკის ბუნკერში საფრთხე ემუქრებოდა. მას [პუტინს] ვკითხე – ზელენსკის მოკვლას აპირებ? მან თქვა: მე არ მოვკლავ ზელენსკის. ვკითხე, სიტყვას მაძლევ, რომ არ მოკლავ? მან თქვა: მე არ მოვკლავ ზელენსკის". – ამბობს ბენეტი.

მისივე თქმით, პუტინთან შეხვედრის დასრულებისთანავე ესაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკისაც და უთხრა: "ახლახან გამოვედი შეხვედრიდან, ის შენ მოკვლას არ აპირებს. მან მკითხა: დარწმუნებული ხარ? ვუთხარი, რომ 100%-ით, ის არ აპირებს შენს მოკვლას".

ბენეტი ამბობს, რომ საუბრიდან ორი საათის შემდეგ ზელენსკი მის ადმინისტრაციაში მივიდა და მიმართვა გადაიღო, სადაც ამბობდა: "არ მეშინია".

კომენტარები