რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინს ბრალი წარუდგინა

ევგენი პრიგოჟინი ვლადიმირ პუტინს ათვალიერებინებს საკუთარ დაწესებულებას, 2010 წლის 20 სექტემბერი, რუსეთი, სანქტ-პეტერბურგი.
Sergei Ilnitsky/AP

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ კერძო რუსული სამხედრო კომპანია ვაგნერის ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს ბრალი წარუდგინა. უკრაინული ვებსაიტის, Ukrinform ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია გაზეთ Uriadovyi Kuryer -ში ვრცელდება.

პრიგოჟინს ბრალად ედება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა და უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოება. 

უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრეი კოსტინის თქმით, პრიგოჟინი ათასობით ომის დანაშაულზეა პასუხისმგებელი. 

"დროა დასრულდეს რუსების სისხლიანი თარეში, რომლებიც ცნობილი კომპოზიტორის უკან იმალებიან. სამართლიანობის ჩაქუჩი გაცილებით ძლიერია, ვიდრე ანარქიის ურო". - თქვა გენერალურმა პროკურორმა, კოსტინმა. 

კომენტარები