რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი 24 თებერვლისთვის შესაძლოა ორი მიმართულებით იერიშს გეგმავდეს – რეზნიკოვი

ოლეკსი რეზნიკოვი
REUTERS/Murad Sezer

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაცია ომის წლისთავისთვის, 24 თებერვალს, შესაძლოა, რაიმეს გეგმავდეს და ახალი იერიშის წამოწყებას აპირებდეს.

"ინიციატივას ვერ დავკარგავთ... ვფიქრობთ, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი (რუსები) სიმბოლიკით ცხოვრობენ, შესაძლოა, 24 თებერვალს რამე სცადონ. არასათანადოდ არ ვაფასებთ ჩვენს მტერს". – თქვა რეზნიკოვმა. 

რეზნიკოვის თქმით, რუსეთში მობილიზებულია 500 000 სამხედრო. 

"ოფიციალურად 300 000-ზე გამოაცხადეს, მაგრამ როცა ჩვენ საზღვარზე სამხედროებს ვხედავთ, ჩვენი შეფასებით, ბევრად მეტია". – თქვა რეზნიკოვმა.

რეზნიკოვის აზრით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა "შესაძლოა იერიში ორი მიმართულებით განახორციელონ: ეს შეიძლება იყოს დონბასი, შეიძლება სამხრეთი".

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დასავლელ პარტნიორებთან საუბრობენ, რომ შეიარაღება რაც შეიძლება მალე მიიღონ და მოსალოდნელი იერიშისთვის მზად იყვნენ.

რეზნიკოვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უკრაინას ავიაგამანდგურებლები სჭირდება.

კომენტარები