ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 2 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 2 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

 ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპიროს, მელიქიშვილის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, მიქელაძის, ყიფშიძის და ტაბლიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.  

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 09:30 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდამაყრის, ხორნაბუჯის და თიანეთის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ორბეთის, კლდეკარის, ნაქალაქევის, სამღერეთის, წერონისის, ხერთვისის, ჟღენტის, დემურიას და გარეჯის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II, III, IV მიკრორაიონების, პეტრიწის, პეტრე იბერის, ფარნავაზ მეფის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, ვიქტორ დოლიძის, ქარელის, ქანთარიას, გაბუნიების, ჟღენტის, ინტენსიფიკაციის, ამაშუკელის, დათუაშვილის, უნივერსიტეტის, პოლიტკოვსკაიას და ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თხინვალას, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ავთო ვარაზის და კვაჭაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, თოფურიძის, გოძიაშვილის და მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მუხიანის II მიკრორაიონის, წმინდა ნინოს, ვეკუას, ხიზანიშვილის და ფეიქართა ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, გორგასლის, გულუას, ნიშნიანიძის, კალანდაძის, ნადიკვარის, მარტვილის, ორთაჭალის, სოლომონ II, კრწანისის და წინანაურის ქუჩების მოსახლეობას.  

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები