ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს დისტანციურად ჩაერთო. ექსპრეზიდენტმა თქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.
"მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა... ახლა მივეცი ჩემი ჯანმრთელობა და ერთადერთი, რასაც ვითხოვ, მომეცეს საშუალება ადეკვატური მკურნალობის" - თქვა სააკაშვილმა, შემდეგ კი, საუბრის უკრაინულ ენაზე გაგრძელების ნებართვა ითხოვა.
"დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში, მაგრამ თუ მე ვერ ვიცოცხლებ უკრაინის გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში, ის ეკუთვნის უკრაინას" - მიმართა სააკაშვილმა უკრაინელებს უკრაინულ ენაზე [გამოყენებულია სასამართლოს თარჯიმანის თარგმანი].
საუბრის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა მაისური აიწია და დამსწრეებს აჩვენა, როგორ არის ფიზიკურად. ამის შემდეგ, ჩართვა შეწყდა.