რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Telegraph: EU-ს საბოლოო დასტურის შემდეგ, აბრამოვიჩი უკრაინის ფონდს £2.3 მილიარდს გადაურიცხავს

REUTERS/Andrew Winning

ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის მიხედვით, ბრიტანეთის მთავრობა ახლოს არის უკრაინის დასახმარებელი ფონდისთვის £2.3 მილიარდის გადასარიცხად, რომელიც სანქცირებულმა რუსმა ბიზნესმენმა, რომან აბრამოვიჩმა საფეხბურთო კლუბ ლონდონის ჩელსის გაყიდვით მიიღო.

გამოცემის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის მთავრობა გადაწყვეტილება ფაქტიურად მიიღო, თანხის გადარიცხვას ევროკავშირის საბოლოო დასტური სჭირდება, რადგან აბრამოვიჩი ევროკავშირშიც არის სანქცირებული.

აბრამოვიჩისა და ბრიტანეთის მთავრობის შეთანხმებით, ჩელსი 2022 წელს გაიყიდა, ხოლო მიღებული თანხა 8 თვის მანძილზე სანქცირებულ ანგარიშზე ინახებოდა, მანამ, სანამ გადარიცხვის დეტალები მოგვარდებოდა და ამავდროულად, დადგინდებოდა მიმღები საქველმოქმედო ორგანიზაცია. 

მიმღები ორგანიზაციის სახელი ჯერჯერობით უცნობია.

2022 წლის მარტში, რომან აბრამოვიჩმა, რომელსაც სანქციები პუტინთან კავშირების გამო დაუწესეს, აღნიშნა, რომ ლონდონის ჩელსის გაყიდვიდან მიღებული წმინდა შემოსავალი უკრაინის ომში დაზარალებულებს გადაეცემა. 

კლუბის გაყიდვის პროცესი, საბოლოოდ, 2022 წლის 30 მაისს დასრულდა და ის ამერიკელმა ბიზნესმენმა, ტოდ ბოლიმ და კომპანია Clearlake Capital-მა შეიძინეს.

კომენტარები