საქართველო-ევროკავშირი

კალაძე: პოლარიზება, პირველ რიგში, ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს

არ გამოვრიცხავ იმას, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და არ მოგვანიჭონ [ევროკავშირის წევრობის კანდიდატის] სტატუსი. არც ამას არ გამოვრიცხავ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, იმ გადაწყვეტილებებიდან გამოდინარე, რაც მაშინ მიიღეს, თუნდაც, როდესაც უკრაინას და მოლდოვას მისცეს და არანაირი ახსნა-განმარტება ჰქონდა იმას, თუ რატომ არ მისცეს საქართველოს.  

პირველ რიგში, პოლარიზება უნდა დასრულდეს ჩვენი უცხოელი მეგრობრებისგან. ის აბსურდული განცხადებები, რასაც ვისმენთ კონკრეტულ პიროვნებებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, აზიანებს ამ ურთიერთობებს და ხელს უწყობს პოლარიზებას. 

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე. 

კომენტარები