რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენის თქმით, აშშ უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას არ გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, აშშ უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას არ გეგმავს

"არა" - უპასუხა ბაიდენმა ჟურნალისტს თეთრ სახლში კითხვაზე, აპირებდა თუ არა აშშ F-16-ების მიწოდებას. 

მას შემდეგ, რაც მოკავშირეებმა უკრაინას ტანკები მიაწოდეს, კიევი დასავლეთს სთხოვდა მეოთხე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავები F-16-ები მიეწოდებინა.

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის თქმით, პილოტებს F-16-ების მართვის შესასწავლად დაახლოებით ნახევარი წელი დასჭირდება. 

აღსანიშნავია, რომ 20 იანვარს რამშტაინის მერვე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 50-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა და შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეებს მოუწოდა, რომ მომავალ შეხვედრაზე უკრაინისთვის F-16 ტიპის გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი თვითმფრინავების მიწოდება განეხილათ.

კომენტარები