ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 31 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 31 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაონის III კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი ლისის,  დიდი დიღომი  III, IV  მიკრორაიონების, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, პეტრე ქავთარაძის, უნივერსიტეტის, ანა პოლიტკოვსკაიას, ზურაბ ანჯაფარიძის, ვაგან მამასახლისოვის, შარტავას, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, მეფე არჩილის, მეფე მირიანის, მარკო პოლოს, ოსკარ შმერლინგის, შაქარიშვილის, სერგი ცხაკაიას, გიორგი გეხტმანის, ალექსანდრე ჯავახიშვილის და ჭანდრის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, გიორგი წერეთლის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქანელას, გალაკტიონ ტაბიძის და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები