აფეთქება პაკისტანში

პაკისტანში ერთ-ერთ მეჩეთში აფეთქებას, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის ქალაქ პეშავარში მდებარე ერთ-ერთ მეჩეთში აფეთქებას, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა, 90-ზე მეტი კი დაშავდა. დაშავებულთაგან 15 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც მეჩეთში ლოცვები მიმდინარეობდა. მათი თქმით, მეჩეთში დაახლოებით 260 ადამიანი იმყოფებოდა, მათი დიდი ნაწილი კი პოლიციის თანამშრომლები იყვნენ.

პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, მეჩეთის დიდი ნაწილი სრულად ჩამოიშალა და ნანგრევებს ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილები. მათი თქმით, ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამაშველო ჯგუფები. 

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია. აღსანიშნავია, რომ ქალაქ პეშვარში, რომელიც ავღანეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, თავდასხმების უკან ხშირ შემთხვევაში თალიბანის პაკისტანში მოქმედი დანაყოფი  (TTP) დგას.

კომენტარები