საქართველოს საპატრიარქო

მოსაყდრე შიო: ილია II-ის მსახურების შედეგად ჩვენი ერი ხელახლა მოექცა ქრისტეს სარწმუნოებაზე

მინდა, განსაკუთრებით მივულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს, ვინაიდან იგი გახლავთ ჭეშმარიტად გამგრძელებელი წმინდა ნინოს ქადაგებისა და მისი სამოციქულო ღვაწლისა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მსახურების შედეგად ჩვენი ერი ხელახლა მოექცა ქრისტეს სარწმუნოებაზე. ჩვენ ამისთვის დიდად ვმადლობთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას და ვუსურვებთ მას დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას მრავალჟამიერ.

თქვენ იცით, რომ ასევე მის უწმინდესობას შეუსრულდა დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წელი. ამასთან დაკავშირებით, დღეს ნიშნად ამ დღესასწაულისა, თქვენ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობისგან დაგირიგდებათ ლოცვა-კურთხევის სახით ჯვრები, რომლებიც მის მიერვე არის ნაკურთხი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ნინოობის დიდებულ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. წმინდა ნინოს ლოცვითა და მეოხებით, უფალმა გაახაროს, გააძლიეროს, გადაარჩინოს და გაამთლიანოს საქართველო.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

კომენტარები