მიხეილ სააკაშვილი

ხერხეულიძე: სამხარაულის ბიუროს არცერთ ექსპერტს არ უნახავს სააკაშვილი, მცდელობაც არ ყოფილა

იუსტიციის მინისტრის თქმით, ლევან სამხარაულის ეროვნული ბიურო არასაიმედოდ მიიჩნევს ცენტრ ემპათიის დასკვნას მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზებთან დაკავშირებით.

საზოგადოება შეცდომაში რომ არ შეიყვანონ, აუცილებლად მიმაჩნია განმარტების გაკეთება:

მეგობრებო, სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ არ ყოფილა წარმოებული არამცთუ პაციენტის ჯანმრთელობის რეალური კვლევა, არამედ, პაციენტის ნახვის მცდელობაც არ ყოფილა მათი მხრიდან.

სამხარაულის ეროვნული ბიუროს არცერთი ექსპერტი თავად არ ყოფილა ჩართული. მათ ფიზიკურადაც არ უნახავთ პაციენტი.

დასკვნა თავად გამოიტანეთ როგორ უნდა იმსჯელო დიაგნოზის ნამდვილობაზე, თუ თავად დიაგნოზის მატარებელ პაციენტს არ შეხვდები?

FACEBOOK-ზე წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ეკა ხერხეულიძე. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, სამხარაულის დასკვნის მიხედვით, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცენტრ ეპმათიას დასკვნა სარწმუნო არ არის.

კომენტარები