რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

26 იანვარს უკრაინაზე რუსების თავდასხმას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის ქალაქებზე რუსეთის ძალების მიერ მიტანილ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი, ალექსანდრ ხორუნჯი ავრცელებს. მისივე ცნობით, დაშავებულია 11 ადამიანი.

26 იანვარს, რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. ყველაზე დიდი ზიანი კიევის რეგიონის საცხოვრებელ შენობებს მიადგა.  უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევის გოლოსეევსკის რაიონში რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავებული კი ჰოსპიტალიზებულია.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ჟიტომირის ოლქებში ამუშავდა. ქალაქ ოდესაში რამდენიმე აფეთქების შედეგად ორი ელექტროსადგური დაზიანდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, 26 იანვარს რუსეთის მიერ გაშვებული 55 რაკეტიდან უკრაინის ძალებმა 47 ჩამოაგდეს.

კომენტარები