რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ სამხედროების დაუმორჩილებლობაზე პასუხისმგებლობის გაზრდაზე კანონს ხელი მოაწერა

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც სამხედროებს ბრძანების შეუსრულებლობის, ბრძოლის ველის მიტოვებისა და ადმინისტრაციული დარღვევისთვის პასუხისმგებლობას გაუზრდის.

ახალი კანონის მიხედვით, სასამართლოს აღარ ექნება უფლება სამხედროებს პირობითი სასჯელი დაუდგინოს, ან პატიმრობის ვადა შეუმციროს. ცვლილება შეეხებათ იმ სამხედროებს, რომლებიც ბრძოლის ველზე დაუმორჩილებლობისთვის, ან მეთაურის შეურაცხყოფისთვის არიან გასამართლებულები. 

არასამთავრობო ორგანიზაციები ცვლილებებს აპროტესტებენ, მათი თქმით, ახალი კანონი მნიშვნელოვნად შეზღუდავს უკრაინელი სამხედროების სასამართლო უფლებებს. 

კომენტარები