უკრაინა

ზელენსკი: თანამდებობის პირები ქვეყნის დატოვებას მხოლოდ საქმიანი ვიზიტით შეძლებენ

უკრაინის ეროვნულმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო თანამდებობის პირების საზღვარგარეთ მოგზაურობის შესახებ. ის ეხება ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა დონის ყველა თანამდებობის პირს. ეს ეხება სამართალდამცავებს, სახალხო დეპუტატებს, პროკურორებს. და ყველას, ვინც უნდა მუშაობდეს სახელმწიფოსთვის და სახელმწიფოში. სურთ ახლა დასვენება – დაისვენებენ სახელმწიფო სამსახურის მიღმა. საზღვარგარეთ დასასვენებლად ან სხვა არასახელმწიფო მიზნით გამგზავრებას თანამდებობის პირები ვეღარ შეძლებენ. 5 დღის მანძილზე, მინისტრთა კაბინეტი შეიმუშავებს საზღვრის კვეთის ისეთ პროცედურას თანამდებობის პირებისთვის, რომ საზღვრის გადაკვეთის მიზეზი მხოლოდ საქმიანი ვიზიტი იყოს. 

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ის ყოველდღიურ მიმართვაში. 

კომენტარები