ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მამულაშვილი: ენმ-ში გასამართ არჩევნებს დაემატოს კითხვა – დატოვოს პარტიამ პარლამენტი თუ არა

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინო პარლამენტია დამოუკიდებლობის ისტორიაში, ამას საზოგადოების მხოლოდ 16 პროცენტიანი ნდობაც ადასტურებს. ამ პარლამენტის უმრავლესობამ ხელი მოაწერა ქვეყნისთვის ევროპული მომავლის ნგრევას, რითიც უღალატა ყველა წინა მოწვევის პარლამენტის სულისკვეთებას და რაც მთავარია, ხალხის ნებას. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად დამეტოვებინა პარლამენტი.

დღეს მოგმართავთ მთელს პარტიას, რომ 28-30 იანვარს გასამართ არჩევნებს, დაემატოს კითხვა: უნდა დატოვოს თუ არა პარლამენტი ნაციონალური მოძრაობის დეპუტაციამ?

ეს იქნება ყველაზე სწორი და სამართლიანი გზა, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტაციამ ის ნაბიჯი გადადგას, რომელსაც ამომრჩეველი მათგან მოითხოვს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ნონა მამულაშვილი FACEBOOK-ზე წერს. 

კომენტარები