EU-ს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ბოკერია CNN-ზე: ისიც კი, რომ საქართველო ეჭვმიტანილია, უმძიმესი დარტყმაა ჩვენი ინტერესებისთვის

იმისდა მიუხედავად, რამდენად შორს შევა ეს პროცესი, ანუ სანქციები დაეკისრება საქართველოს თუ არ დაეკისრება, უკვე ის, რომ განხილვა არის ამ საკითხის, კატასტროფაა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ რომ ნორმალური და არა მოღალატე, პუტინისტური რეჟიმი გვყავდეს, დისკუსია უნდა იყოს იმაზე, უკრაინასთან ერთად NATO-ს წევრი როდის გახდება საქართველო, როგორ დახმარებას მიიღებს და თავისუფალ ვაჭრობაზე ამერიკასთან. ამას უნდა შვებოდეს ნორმალური მთავრობა. სანაცვლოდ, ისიც კი, რომ საქართველო ეჭვმიტანილია, უკვე უმძიმესი დარტყმაა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის და არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯების, რომელიც საკუთარი ძალაუფლებისთვის ყიდის ჩვენს მომავალს. 

თქვა ევროპული საქართველოს თავჯდომარემ, გიგა ბოკერიამ. 19 იანვარს, CNN-ის ჟურნალისტმა, კრისტიან ამანპურმა, ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ინტერვიუში რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციების საკითხი განიხილა და სანქციებისთვის გვერდის ავლის მაგალითად საქართველო მოიყვანა.

კომენტარები