რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შვედეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

CV90

შვედეთის მთავრობის ცნობით, შვედეთი უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც ჯავშანმანქანებსა და ტანკსაწინააღმდეგო NLAW-ებსაც მოიცავს. შვედეთის თავდაცვის ძალებმა Archer-ის ტიპის თავდაცვის სისტემის გადაცემაზე ბრძანება უკვე მიიღეს. 

Reuters-ის ინფორმაციით, პაკეტის ღირებულება $419 მილიონს შეადგენს. შვედეთი უკრაინას 50-მდე CV90-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანას გადასცემს. მთავრობის წარმომადგენლებს Archer-ის ტიპის თავდაცვის სისტემის რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ. 

შვედეთი 48 Archer-ის ტიპის თვითმავალ ჰაუბიცებს ფლობს. უკრაინას არაერთხელ გამოუთქვამს მათი სამხედრო არსენალში დამატების სურვილი.

"უკრაინის სამხედრო დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გადაწყვეტილების მიღებისას ყველაზე მეტად უკრაინის სურვილები გავითვალისწინეთ". - თქვა შვედეთის პრემიერ მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა პრესკონფერენციაზე. 

კომენტარები