რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NATO-მ რუმინეთში AWACS-ის სადაზვერვო თვითმფრინავები გაგზავნა

George Calin

17 იანვარს რუმინეთში NATO-ს სადაზვერვო თვითმფრინავი დაჯდა, რომელიც საჰაერო გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემით (AWACS) არის აღჭურვილი. 

თვითმფრინავი ბუქარესტის მახლობლად მდებარე საავიაციო ბაზაზე განთავსდა. მალე დედაქალაქში კიდევ ორ მსგავსი ტიპის თვითმფრინავს ელოდებიან, რომლებიც გეგმის მიხედვით რუმინეთში რამდენიმე კვირა უნდა დარჩნენ. Reuters-ის ინფორმაციით, თვითმფრინავების მისია სამხედრო ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერება და რუსეთის მოქმედებების მონიტორინგია. 

"არსებულ ვითარებაში, როცა რუსეთი უკრაინას უკანონოდ ესხმის თავს, NATO აღმოსავლეთ ფლანგზე, სადაზვერვო თვითმფრინავების დახმარებით, რუსეთის სამხედრო მოქმედებების მონიტორინგს მოახდენს". - ამბობს რუმინეთის თავდაცვის მინისტრი Facebook-ზე.

Reuters-ის ცნობით, რუმინეთში გაგზავნილი თვითმფრინავები NATO-ს 14 სადაზვერვო თვითმფრინავისგან შემდგარ ფლოტს ეკუთვნის, რომლებიც როგორც წესი, გერმანიაშია განლაგებული. მათ ასობით კილომეტრზე შეუძლიათ თვითმფრინავების პოვნა და იდენტიფიცირება.  

კომენტარები