ენმ

მელია: თუ მერაბიშვილი-კეზერაშვილი გაიმარჯვებენ, გავიწევი და მართონ, ხელს არ შევუშლი

დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე და ღირსება გაიმარჯვებს ფულზე, სიმართლე და ღირსება გაიმარჯვებს ანგარებით ინტერესებზე, ამაში ეჭვი არ მეპარება... 

პარტიის დატოვება-არდატოვებაზე საუბარი შევწყვიტოთ. ერთ რამეზე შევთანხმდეთ - გამარჯვებულს მიულოცავს ყველა კანდიდატი და ხელს არ შეუშლის პარტიის გაძლიერებაში. და გამარჯვებული ანგარიშსწორებას კი არ დაიწყებს, პარტიის გაძლიერებას დაიწყებს...

მე, სანამ მიხეილ სააკაშვილია ყოველ შემთხვევაში, პარტიას პრობლემებს როგორ შევუქმნი? ის უნდა გავაკეთო, რასაც გულწრფელად ვედავები 9 ნოემბრიდან მოყოლებული? დარწმუნებული ვარ, რომ ვერ გაიმარჯვებენ, მაგრამ თუ მართვის სათავეებში მოვიდნენ გინდა მერაბიშვილი, გინდა კეზერაშვილი, გინდა გოროზია, და მართონ ეს პარტია, თუ ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს, მართონ და მე ხელს არ შევუშლი.  

რატომ [დავტოვებ პარტიას]? მე ხელს არ შევუშლი, მმართველობის ცენტრიდან გავიწევი და მართონ, კი ბატონო. გვეცოდინება, თუ ამომრჩეველმა ასე გადაწყვიტა, ე.ი უნდა ვანო მერაბიშვილი და დათო კეზერაშვილი, ხელი რატომ უნდა შევუშალო?

და იგივე უნდა გააკეთონ ამ ბატონებმაც როცა დამარცხდებიან და არავითარ შემთხვევაში თავში აზრადაც არ უნდა გაივლონ ან რაიმე ტიპის ხელის შეშლა, იოტისოდენა ხარისხითაც.

ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია TV პირველის ეთერში, პარტიაში დაგეგმილი შიდა არჩევნების შესახებ.

კომენტარები