კრიმინალი

სუს: ქრთამის აღების გამო ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დავაკავეთ

shutterstock

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების გამო ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი - გ.ხ. დააკავეს. 

"გამოძიებით დადგენილია, რომ გ.ხ-მ ბათუმში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის და ღია გადახურვის კონსტრუქციის უნებართვო მოწყობაში სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 2 400 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება". - წერია განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალიწინებს. 

კომენტარები