ევროკავშირი-ჩინეთი

ფონ დერ ლეიენი: ჩინეთისგან იზოლირების ნაცვლად, რისკების შემცირებაზე უნდა ვფოკუსირდეთ

Kenzo Tribouillard/AFP/Getty Images

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ევროკავშირმა ჩინეთთან ვაჭრობასა და ნულოვანი კონკურენციისთვის თამაშის თანაბარი პირობების შექმნაზე უნდა იმუშაოს

ფონ დერ ლეიენმა მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ჩინეთმა თავისი ხუთწლიანი გეგმის მთავარ პრიოორიტეტად, ელექტრომანქანებისა და მზის პანელების მიმართულებით, ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობა და წარმოების გაზრდა აქცია.

"თუმცა, ნულოვანი კონკურენცია თამაშის თანაბარ პირობებზე უნდა იყოს დაფუძნებული". - თქვა ფონ დერ ლეიენმა. 

ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩინეთი ენერგოკომპანიების ჩინეთში გადატანას დაბალი გადასახადებით, რბილი რეგულირებითა და მინიმალური ხელფასებით ცდილობს. ასევე, ლეიენის ინფორმაციით, ჩინეთი თავისი ინდუსტრიისთვის დიდ სუბსიდიებს აწესებს და ბაზარზე ევროკავშირის კომპანიებს წვდომას უზღუდავს. 

"ჩვენ კვლავ მოგვიწევს მუშაობა და ვაჭრობა ჩინეთთან. სწორედ ამიტომ, ჩინეთისგან იზოლირების ნაცვლად, უნდა ვფოკუსირდეთ რისკების შემცირებაზე". - ამბობს ლეიენი. 

კომენტარები