ევროკავშირი-ჩინეთი

კალასი: ჩინეთი სულ უფრო ხშირად იყენებს ეკონომიკურ კავშირებს პოლიტიკური სარგებლისთვის

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი
X.com

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის თქმით, ჩინეთი სულ უფრო ხშირად იყენებს ეკონომიკურ კავშირებს პოლიტიკური სარგებლისთვის. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა EU-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების შემდეგ ისაუბრა.

კალასის თქმით, ევროკავშირმა  კომისიასთან ერთად ახლახან გამოაქვეყნა ერთობლივი ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგია და კრიტიკული მინერალების მიწოდების დივერსიფიკაციას გეგმავს.

"დღეს მინისტრებმა განიხილეს, თუ როგორ შეგვიძლია უკეთ გამოვიყენოთ ჩვენი სავაჭრო არსენალი ევროპის მდგრადობის გასაძლიერებლად. არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ შეუძლია ჩინეთს მარტო შეეჯიბროს". - თქვა კალასმა.

კომენტარები