ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 18 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 18 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის და ბუაჩიძის ქუჩების   მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არბოს და ვარდისუბნის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, ქოშიგორის დასახლების, ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), გიორგი ბრწყინვალეს, მეფე  მირიანის, დელისის, კამანის, ნადარეიშვილის, ნუცუბიძის, გაზაფხულის, ჯებაშვილის, ინტენსიფიკაციის, ბენდელიანის, კოსტავას, ალექსიძის, გაგარინის და შავგულიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, წყნეთის და ნაფარეულის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის IV, VII მიკრორაიონების, კობახიძის, ხიზანიშვილის და მირაქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებს თელასი.

კომენტარები