უბედური შემთხვევა

R2: თბილისში ლიფტის შახტაში ცოლ-ქმარი ჩავარდა – ორივე ადგილზე დაიღუპა

თბილისში, ვაზისუბანში ლიფტის შახტაში 2 ადამიანი ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დაღუპულია ცოლ-ქმარი. 

"მაშველები ოპერატიულად გამოცხადდნენ და ლიფტის შახტიდან 2 პირის ცხედარი ამოიყვანეს". - უთხრეს ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. 

რუსთავი 2-ის ცნობით, შახტაში პირველი კაცი ჩავარდა, მის დასახმარებლად ცოლი ჩავიდა, რა დროსაც ლიფტი ამუშავდა და ორივე მოიყოლა. მედიის ინფორმაციით, დაღუპულები 35-წლამდე ასაკის არიან.  

კომენტარები