აშშ-ჩინეთი

კენტუკი სამთავრობო მოწყობილობებზე Tik Tok-ის გამოყენებას კრძალავს 

კენტუკი კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო სამთავრობო მოწყობილობებზე TikTok-ის გამოყენებას კრძალავს. ამ დრომდე აპლიკაციის გამოყენება აშშ-ს 20-ზე მეტ შტატს აქვს აკრძალული.

ვისკონსინისა და ჩრდილოეთ კაროლინას გუბერნატორებმა სამთავრობო მოწყობილობებზე TikTok-ის აკრძალვის შესახებ ბრძანებებს ხელი ხუთშაბათს, 12 დეკემბერს მოაწერეს, ხოლო  ოჰაიომ, ნიუ ჯერსიმ და არკანზასმა – კვირის დასაწყისში.  

გასული წლის 14 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელიც სამთავრობო მოწყობილობებზე TikTok-ის გამოყენებას კრძალავს.

ბოლო კვირებია შტატების მზარდმა რაოდენობამ სახელმწიფო თანამშრომლებსა და კონტრაქტორებს სამთავრობო მოწყობილობებზე პოპულარული სოციალური მედიის აპლიკაციის, TikTok-ის გამოყენება აუკრძალა. ამის მიზეზი ჩინეთის მთავრობის მიერ შესაძლო თვალთვალისა და "ჩარევის ოპერაციების" შესახებ FBI-ის გაფრთხილებაა.

კომენტარები