მე არ მრცხვენია ნაციონალური მოძრაობის წარსულის, გამორიცხულია. მე ყველას პატივს ვცემ და მათ შორის, ვერც ბაჩო ახალაიას მოვიხსენიებ აუგად, არასდროს ვიკადრებ ამას, მითუმეტეს ვანო მერაბიშვილი, რომელიც დღეს ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს, ძალიანაც კარგი და დავით კეზერაშვილიც რომ მხარს მიჭერს, ძალიანაც კარგი. სხვათაშორის გენერალი ჯანაშიაც მხარს მიჭერს, გენერალი ჭანკოტაძეც მხარს მიჭერს, დიმა შაშკინიც, პეტრე ცისკარიშვილიც, გიორგი ბოტკოველიც, დავით კირკიტაძეც და ყველა... ნამდვილი ნაციონალური მოძრაობა, ნამდვილი პარტიული ხალხი, ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებლები დიახ, ლევან ხაბეიშვილს უჭერენ მხარს. რომ ვაკვირდები, დღევანდელ ნაციონალურ მოძრაობაში ვიღაცებს ეშინიათ, რომ ნამდვილი ნაციონალური მოძრაობა არ დაბრუნდესო, ხალხო, ახლა უნდა ვებრძოლოთო იმათო, ასე გვინდაო ჩვენო, ოთახებში გვინდაო.
tbl.ge/68lj
დაკოპირდა
თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში.
ამავე თემაზე
- მელია: ან პარტია არათუ გადარჩება, გაძლიერდება, ან გადავა სულის ღაფვის რეჟიმში
- ცისკარიშვილი მელიაზე: არავის არ გაუღვიძია და დილას ავტოფარეხში მანქანა თავისით არ გაჩენილა
- მელია - კეზერაშვილს: დარჩა რამე რაც შეიძლება კიდევ იკადრო/თ?
- ბოკერია ენმ-ზე: ყველა პოპულისტურ, შხამიან ნარატივს, რაც ოცნებას აქვს, იმეორებენ თვითონ
- ხაბეიშვილი: მელიას ეთქვა, ჩანაწერი არაავთენტურიაო, მაგრამ არ თქვა, რატომ არ თქვა?