ვაგნერი

AP: აშშ ვაგნერის საქმიანობის აღსაკვეთად სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობას აპირებს

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის წევრი უკრაინაში
РИА Новости

სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერთან დაკავშირებით სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს ესაუბრა. შოლეს თქმით, იგი ბელგრადის მთავრობასთან მუშაობას აპირებს, რათა ვაგნერის საქმიანობას სერბეთსა და სხვა ქვეყნებში ბოლო მოეღოს. 

"ჩვენ ვნახეთ, რომ ვაგნერის ჯგუფი ცდილობს ჯარისკაცების დაქირავებას სერბეთიდან და სხვა ქვეყნებიდან და ეს არის ის, რასაც ვფიქრობთ, რომ ვერ დავუშვებთ". – თქვა შოლემ ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ.

ვაგნერის ჯგუფი უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო ძალაა. ჯგუფს ბრალად ედება ომის დანაშაულების ჩადენა უკრაინაში, სირიასა და აფრიკის ქვეყნებში.

კომენტარები