ირანი

ირანი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ყოფილი თანამდებობის პირის სიკვდილით დასჯას გეგმავს

ირანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანა ყოფილ მაღალჩინოსანს დიდი ბრიტანეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით სიკვდილით დასჯის.

ირანული გამოცემის ინფორმაციით, ალი რეზა აკბარი, რომელიც 2001 წლამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, ბრიტანეთის დაზვერვას საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა. უწყების განცხადებით, ბრალდებული მცდარი "გამოსაცდელი" ინფორმაციის გავრცელებისას აღმოაჩინეს.

Tasnim ასევე იტყობინება, რომ ბრალდებული ჯაშუშობდა ირანსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ბირთვული მოლაპარაკებების პარალელურად. აკბარი თავდაცვის მინისტრის მოადგილე პრეზიდენტ მოჰამედ ხათამის დროს იყო.

ბრიტანეთი სიკვდილით დასჯის შეჩერებასა და აკბარის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

მანამდე,  აკბარი ირანსა და ერაყს შორის 1988 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში მონაწილეობდა  და მჭიდროდ თანამშრომლობდა გაეროს დამკვირვებლებთან.

აკბარი, რომელიც ხელმძღვანელობდა კერძო ანალიტიკურ ცენტრს, საჯაროდ 2019 წლის შემდეგ არ გამოჩენილა.

ხელისუფლება სასამართლო პროცესზე დეტალებს არ ავრცელებს. ჯაშუშობაში და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა დანაშაულებში ბრალდებულებს, როგორც წესი, დახურულ კარს მიღმა ასამართლებენ.

კომენტარები