საქართველო-უკრაინა

დავითულიანი კასიანოვზე: რა ტონალობითაც ითხოვს, არცერთ ეტიკეტში არ ჯდება

საქართველო NATO-ს წევრი არ არის და ჩვენს ქვეყანას საკუთარი ჯარისა და ხელისუფლების გარდა, არც ერთი უსაფრთხოების ქოლგა არ იცავს. იმიტომ, რომ საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მსგავსი უსაფრთხოების რისკები არ გავუმეოროთ, ჩვენ იმ პოლიტიკას ვატარებთ, რასაც ვატარებთ. ხოლო, რაც შეეხება კასიანოვის მოთხოვნას, მოთხოვნას და არა თხოვნას. საერთოდ, მეგობრული ჟესტია, როდესაც ვიღაცას რაღაცას სთხოვ და ამ თხოვნის შემდეგ, მის თანხმობას ან უარს ელოდები. ხოლო, იმ ტონალობით მოთხოვნა, რა ტონალობითაც ის ითხოვს, ჩემი აზრით, არც ერთ ეტიკეტში არ ჯდება. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა დავითულიანი. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს ბუკის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემების დაბრუნება სთხოვა, რომელიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. კასიანოვი წერს, რომ უკრაინის თხოვნა ასევე მოიცავდა აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გადაცემულ ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების გადაცემასაც. დიპლომატი წერს, რომ ეს უკანასკნელი შეთანხმებული იყო არა მხოლოდ აშშ-სთან, არამედ, არსებობდა წინადადებაც კი, რომ ისინი ახალი კომპლექსებით ჩაენაცვლებინათ.

კომენტარები