რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სალივანი: რუსეთისთვის დრონების მიყიდვით ირანი შესაძლოა ომის დანაშაულებს ხელს უწყობდეს

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი

თეთრი სახლის მრჩევლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანის თქმით, რუსეთისთვის დრონების მიყიდვით ირანი შესაძლოა ომის დანაშაულების ჩადენას უწყობდეს ხელს.

"თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მათ იარაღს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად, ქალაქების სიცივესა და სიბნელეში ჩაძირვისთვის იყენებენ, რაც ჩვენი აზრით, ირანს ისეთ მდგომარეობაში აყენებს, სადაც ის პოტენციურად შესაძლებელია ომის დანაშაულის ჩადენას ხელს უწყობდეს". - ამბობს სალივანი. 

მანამდე, 6 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ ირანის იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ზედამხედველობას უძღვებიან ან პასუხისმგებლები არიან უპილოტო დრონების წარმოებაზე, სანქციები დაუწესა. 

აშშ ირანული დრონების მწარმოებელ კომპანიებს რუსეთთან კავშირის გამო სანქციებს უწესებს

ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, Institute for the Study of War-ის (ISW) 4 იანვრის ანგარიშის მიხედვით, რუსულმა სამხედრო ძალებმა, სავარაუდოდ, ირანული წარმოების დრონების არსებული მარაგი დიდწილად ამოწურეს

უკრაინის სამხედრო სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ აღნიშნა, რომ რუსულმა ძალებმა დაახლოებით ირანული წარმოების 660 დრონი გამოიყენა მათი პირველი გამოყენების – 2022 წლის სექტემბრის შემდეგ. 

თეირანმა დრონების მიწოდების ბრალდება არაერთხელ უარყო, თუმცა, გასულ თვეში აღიარა, რომ ომის დაწყებამდე რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა.

კომენტარები