წყლის მიწოდების შეზღუდვა

GWP: სამგორისა და საბურთალოს ნაწილს წყლის მიწოდება 6 საათით შეუწყდება

GWP-ს ინფორმაციით, 9 იანვარს, საბურთალოსა და სამგორის რაიონების ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება. 

GWP მიზეზად აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოების ჩატარებას ასახელებს. მათი განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც  9 იანვარს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გუდამაყრის, მეგობრობის, მშვიდობის, რუსთაველის, მალაყმაძის, რაჭის, ვაჟა-ფშაველას, ქერმუხის, ჭავჭავაძის, წერეთლის, მანგლისის, თეთრიწყაროს, იმერეთის და მაჩხანელის ქუჩებს.

ზემო ვეძისის N77-97, ვაზისუბნის, მ.ალასანიას N3ა, ოსეთის  N3 - 27, N4 -24,  ჰ.აბაშიძის, ი.გამყრელიძის ქუჩებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge ".- აღნიშნულია განცხადებაში. 

კომენტარები