რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ ირანული დრონების მწარმოებელ კომპანიებს რუსეთთან კავშირის გამო სანქციებს უწესებს

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ ირანის იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ზედამხედველობას უძღვებიან ან პასუხისმგებლები არიან უპილოტო დრონების წარმოებაზე, სანქციები დაუწესა.

ხაზინის პრესრელიზის მიხედვით, აშშ-ს ახალი სანქციები Qods Aviation Industries-ის ექვს აღმასრულებელ დირექტორსა და საბჭოს წევრს, ამასთანავე, ირანის საჰაერო კოსმოსური ინდუსტრიის ორგანიზაციის დირექტორს შეეხო.

ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, Institute for the Study of War-ის (ISW) 4 იანვრის ანგარიშის მიხედვით, რუსულმა სამხედრო ძალებმა, სავარაუდოდ, ირანული წარმოების დრონების არსებული მარაგი დიდწილად ამოწურეს

უკრაინის სამხედრო სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ აღნიშნა, რომ რუსულმა ძალებმა დაახლოებით ირანული წარმოების 660 დრონი გამოიყენა მათი პირველი გამოყენების – 2022 წლის სექტემბრის შემდეგ. 

თეირანმა დრონების მიწოდების ბრალდება არაერთხელ უარყო, თუმცა, გასულ თვეში აღიარა, რომ ომის დაწყებამდე რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა.

კომენტარები