რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ღორებს არანაირი რწმენა არ გააჩნიათ" – მედვედევი "საშობაო ზავზე" უარს პასუხობს

დმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი, რომელიც გასულ კვირას ვლადიმირ პუტინმა სამხედრო-სამრეწველო კომიკიაში პრეზიდენტის პირველ მოადგილედ დანიშნა, "საშობაო ზავთან" დაკავშირებით უკრაინის პასუხს გამოეხმაურა.  

"დიდ დღესასწაულზე უკრაინელებს ქრისტიანული გულმოწყალების ხელი გავუწოდეთ. მათმა მენეჯერებმა ამაზე უარი თქვეს. ვფიქრობ, ჩვენმა სამხედროებმა, რომლებიც სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ, შვებით ამოისუნთქეს, როდესაც მთავარი უკრაინელი ჯამბაზების უარი გაიგეს შობის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტის მერე. გული მწყდება იმ ხალხზე, ვინც ეკლესიაში წასვლის შესაძლებლობა დაკარგა, ღორებს კი არანაირი რწმენა და მადლიერების თანდაყოლილი გრძნობა არ გააჩნიათ". - აღნიშნა მედვედევმა. 

ყოფილმა პრეზიდენტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანელენა ბერბოკს "გაუნათლებელი გერმანელი დედაკაცი" უწოდა.

"მათ მხოლოდ უხეში ძალის ესმით და ბატონებისგან სალაფავს ყვირილით ითხოვენ. ამაზეა დაფუძნებული მათი გაწვრთნა და ღორების დასავლელი მწყემსები ასე გააგრძელებენ.

გაუნათლებელმა გერმანელმა დედაკაცმა ბერბოკმაც და ევროპული მეღორეობის დანარჩენმა მაყურებლებმაც კი მოასწრეს ზავის დაუშვებლობაზე ყვირილი. ნაცისტების შთამომავლებს არასდროს ეცოდებოდათ არც ადამიანები და არც ცხოველები. ვერ მიეჩვივნენ". - თქვა მედვედევმა. 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში საშობაოდ ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა. ე.წ. საშობაო ზავის ინიციატივით თავდაპირველად რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთს სურს, რომ შობა გამოიყენოს, რათა დონბასში უკრაინელების წინსვლა შეაჩეროს და ამ პერიოდს განახლებული ძალებით ომის გასაგრძელებლად გამოიყენებს.

კომენტარები