პრინცი ჰარი

"დაფიდან მოშორებული ჭადრაკის ფიგურები" – პრინცი ჰარი მის მიერ მოკლულ მებრძოლებზე წერს

სასექსის ჰერცოგი ჯერჯერობით გამოუქვეყნებელ მემუარებში ავღანეთში სამხედრო მსახურებისას მის მიერ ჩადენილ 25 ადამიანის მოკვლას აღწერს და მოკლულებს "დაფიდან მოშორებულ ჭადრაკის ფიგურებს" უწოდებს.

ბრიტანელი ყოფილი მეთაურის თქმით, ავღანეთში თალიბანის მებრძოლების მკვლელობის შესახებ განცხადებით პრინცმა ჰარიმ თავისი რეპუტაცია შელახა. 

არმიის ყოფილმა ოფიცერმა, პოლკოვნიკნიკმა რიჩარდ კემპმა BBC-სთან საუბრისას თქვა, რომ ჰარის კომენტარები "არაკეთილგონივრული და წინდაუხედავი" იყო. 

მან დასძინა, რომ ამ ინფორმაციამ შეიძლება მისი უსაფრთხოება შეარყიოს და ხალხში შურისძიების პროვოცირება გამოიწვიოს. 

პრინცი ჰარი ავღანეთში ვერტმფრენის პილოტად მუშაობის დეტალებს თავის მემუარებში აღწერს, რომლის ასლი BBC News-მა მოიპოვა. მასში ის პირველად წერს, რომ 25 მებრძოლი მოკლა.

"ეს არ იყო სტატისტიკა, რომელიც სიამაყით მავსებდა, მაგრამ არც მრცხვენოდა… 

როდესაც ბრძოლის ქაოსში და დაბნეულობაში აღმოვჩნდი, ეს 25 ადამიანი არ მეგონა - ისინი დაფიდან მოშორებული ჭადრაკის ფიგურები იყვნენ. ცუდი ადამიანები განადგურდნენ, სანამ კარგ ადამიანებს მოკლავდნენ". - წერს ის.

კომენტარები