ჯონ ბონ ჯოვი და პრინცი ჰარი

ჯონ ბონ ჯოვიმ და პრინცმა ჰარიმ სიმღერა ერთად ჩაწერეს

WABC-TV

პრინცმა ჰარიმ და ჯონ ბონ ჯოვიმ ერთად, სტუდიაში Abbey Road Studios ახალი სიმღერა ჩაწერეს. ჩანაწერის ფრაგმენტი გამოქვეყნებულია პრინცისა და მეგან მარკლის საერთო ინსტაგრამ გვერდზე. სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა ასევე ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ვეტერანების გუნდმა მიიღო. 

კომპოზიცია Invictus Games-ის (დაუმარცხებელთა თამაშების), რომლებიც ჰააგაში მაისში ჩატარდება, ჰიმნად იქცევა. სპორტულ შეჯიბრში ტრავმირებული და დაჭრილი სამხედრო პირები მიიღებენ მონაწილეობას. 

კომენტარები